Tesla-მ საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მფლობელებს მანქანის მართვის დროს თამაშების თამაშის უფლება მისცა. დიახ, არაფერი მოგესმათ.
უკვე მრავალი წელია, Tesla-ს მოწინავე საინფორმაციო სისტემა მოიცავს ბევრ სხვადასხვა თამაშს, რომლითაც მძღოლებს გართობა შეუძლიათ. თუმცა, იმისათვის, რათა თამაში ჩაირთოს, საჭიროა, რომ მანქანა დაპარკინგებული იყოს. ახლახან, Tesla-მ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რომელიც გარკვეულ თამაშებს მანქანის მოძრაობისას ჩართვის საშუალებას აძლევს.
ამ განახლებამ საყოველთაო ყურადღება იმიტომ ჰპოვა, რომ Tesla Model 3-ის მფლობელმა ვინჩე პატონმა საჩივრით მიმართა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას (NHTSA), მას შემდეგ, რაც YouTube-ზე ნახა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითამაშონ მძღოლებმა თამაშები მანქანის მართვის დროს. იმ თამაშებს შორის, რომელთა თამაშიც მანქანის მოძრაობისას არის შესაძლებელი, არის Solitaire და Sky Force Reloaded.
„შეცბუნებული დავრჩი, ვიღაც შეიძლება მოკვდეს, წარმოუდგენელია“, — ამბობს პატონი.
The New York Times-ის ცნობით, სისტემას ეკრანზე გამოაქვს გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ მანქანის მოძრაობისას თამაში მხოლოდ მგზავრებისთვისაა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საინფორმაციოს დისპლეი მანქანის საკვანძო ფუნქციებსაც მოიცავს, განსაკუთრებით Model 3-სა და Model Y-ზე, ადვილად წარმოსადგენია, რომ მძღოლს შეიძლება ადვილად აუბნიოს თავგზა მგზავრების მიერ თამაშმა; არც ის არის გამორიცხული, რომ თამაში თავადაც სცადონ.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA) ადასტურებს, რომ ამ საკითხს იკვლევს, მაგრამ ოფიციალური გამოძიება ჯერ ად დაუწყია.