Porsche-ს ცოტა მოდელია უფრო საკულტო, ვიდრე 356 და მისი განსაკუთრებით მიმზიდველი ეგზემპლარი, რომელიც აუქციონ Bring a Trailer-ზე იყიდება.

ეს კონკრეტული 356A კაბრიოლეტი წარმოადგენს 1957 წლის მოდელს, რომელიც თავდაპირველად, ახალი, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიყიდა, შემდეგ კი აშშ-ში მოხვდა.

ამ 356A-ს ერთი შეხედვითვე გამოარჩევს Lago Green საღებავი, რომელსაც ამ მანქანებში წელიწადში მხოლოდ ერთ, სპეციალურად შეკვეთილ მოდელში იყენებდნენ. მანქანის კოსმეტიკური რესტავრაცია 2016 წელს დასრულდა და შეიღება თავდაპირველ ფერში. განახლდა სალონიც.

მოდელი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ორი კარბურატორი აქვს და დაკავშირებულია ოთხ-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან; წამყვანი თვლები წინაა. Porsche Certificate of Authenticity ადასტურებს, რომ მანქანას ჯერ კიდევ ორიგინალი ძრავა აქვს.

ამ მომენტისთვის, აუქციონზე მანქანის ფასი 75,000 დოლარს აღწევს და როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 65 წლისაა, გავლილი აქვს მხოლოდ 72 000 კილომეტრი.