კომპანია Canoo მის მიერ NASA-სთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალების პირველ ფოტოებს აქვეყნებს.
აპრილში, ელექტრომობილების მწარმოებელმა სტარტაპმა გაიმარჯვა კონკურსში, რომლის მიხედვითაც, მან NASA-ს უნდა მიაწოდოს სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც პროექტ „არტემისის“ ეკიპაჟის წევრებს რაკეტის გამშვებ ადგილამდე მიიყვანენ. NASA-ს ამ მისიის ფარგლებში, 2025 წელს ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გაემგზავრებიან. Instagram-ზე გამოქვეყნებული პირველი ფოტოები სწორედ იმ რამდენიმე საავტომობილო საშუალებას ასახავს, რომლებიც Canoo-მ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსთვის შექმნა.
პროექტ „არტემისისთვის“ NASA გამონაბოლქვის არმქონე მანქანას ითხოვდა და შენიშნავდა, რომ მას უნდა გადაეყვანა ასტრონავტები, სამი დამატებითი ეკიპაჟის წევრი და მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებას ასევე უნდა ჰქონოდა თავისუფალი ადგილი აღჭურვილობის რამდენიმე ჩანთისთვის და ოთხი გამაგრილებელი მოწყობილობა.
Canoo კოსმოსურ სააგენტოს ამ მანქანების, სახელად Lifestyle Vehicle-ის შესწორებულ ვერსიებს მიაწვდის. ის კომპანიის პირველი საწარმოო მოდელი იქნება და შეიქმნება როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული მიზნებისთვის. მომხმარებლები შეკვეთის მიღებას 2023 წლის დასაწყისამდე მიიღებენ. 3023 წლის ივნისში კი კომპანია მანქანებს NASA-საც გადასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ NASA-სთა კონტრაქტის დეტალებს Canoo ასაიდუმლოებს, აღიარებს, რომ გასულ წელს მას მაინც შეექმნა რამდენიმე ფინანსური პრობლემა.
კომპანია გეგმავს, რომ გაყიდოს Lifestyle Vehicle-ის საბაზისო, პრემიუმ, Adventure და Delivery კომპლექტაციები, რომელთა ფასიც 34,750 დოლარიდან დაიწყება. მანქანა აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.