ლატვიურმა სარბოლო კლუბმა HGK-მა წარმოადგინა დრიფტის Toyota Supra, რომლის სვაპზეც ისინი 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ჯგუფის განცხადებით, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის ფარგლებში, სტანდარტული Mk5 Supra გადააკეთეს მანქანად, რომელსაც თავბრუდამხვევი სიჩქარით დრიფტი დაბრკოლებების გარეშე შეეძლება.
პირველი, რაც თვალს მოგჭრით, ამ Supra-ს მომწვანო-მოყვითალო ექსტერიერია. სამუშაო შესრულებულია ნახშირბადის ბოჭკოსა და კევლარის ნაზავით, რაც მას უნიკალურ შეფერილობას, სიმტკიცესა და სიმსუბუქეს განაპირობებს. მანქანას დამატებული აქვს თვალშისაცემი წინა და უკანა თვლების თაღები, გაფართოებულია გვერდითი გარსშემომდენები; უნიკალურია წინა და უკანა დაბოლოებაც. წონის შესამცირებლად, ფანჯრებში მინების ნაცვლად გამოიყენეს პოლიკარბონატი ლექსანი.
მანქანას აქვს საკიდრის უნიკალური სისტემა, საჭის ახალი სვეტი და Wilwood-ის მძლავრი მუხრუჭები.
Supra-ს 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ტურბოძრავა, რომელიც BMW-მ დაამზადა, ადვილი გადასაკეთებელია, მაგრამ მრბოლელთა გუნდმა ის მთლიანად ამოიღო და Toyota-ს ლეგენდარული 2JZ-GTE ძრავით ჩაანაცვლა, რომელიც ორი ტურბოკომპრესორისა და სხვა განახლებების წყალობით, 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა Samsonas-ის თანმიმდევრულ გადაცემათა კოლოფთან არის შეწყვილებული, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.