საავტომობილო ბატარეების ბლოკები სწრაფად იხვეწება; ახალი ქიმიური შემადგენლობა მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ზრდას გვპირდება. თუმცა, ამასობაში Toyota დღემდე ბატარეების იმ საბაზისო ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს, Prius ჰიბრიდისთვის შექმნა.
Toyota Prius-მა თამაშის წესები ნამდვილად შეცვალა და ბაზარზე ის ნიკელ-ლითონის ჰიბრიდული ბატარეით აღჭურვილი შევიდა. მას შემდეგ ის განახლდა და ბიპოლარული ნიკელ-ლითონის ჰიბრიდული ბატარეა გახდა, რომელიც 2021 წლის დასაწყისში ვიხილეთ განახლებულ Aqua-ში (Prius C).
გამოცემა Auto News-ის ცნობით, ახალი ბიპოლარული ბატარეა ძველზე 1,5-ჯერ ძლიერია და იმავე სივრცეში 1,4-ჯერ მეტი ბატარეის უჯრედის ჩატევის საშუალებას იძლევა.
ბატარეის ახალ არქიტექტურაზე მუშაობა Toyota-მ 2016 წელს დაიწყო. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, იმავე სივრცეში ახლა უკვე ორჯერ მეტი სიმძლავრის ჩაყენებაა შესაძლებელი.
ბიპოლარულ ნიკელ-ლითონის ჰიბრიდულ ბატარეებს Toyota იმ ჰიბრიდულ ავტომობილებში გამოიყენებს, რომლებსაც ენერგიის სწრაფად მიღება ესაჭიროებათ. აღსანიშნავია, რომ სრულად ელექტრომობილებში უფრო აზრიანია ლითიუმ-იონური ბატარეების გამოყენება, რომლებსაც უფრო მეტი ენერგიის შენახვა ესაჭიროებათ.
მართლაც, Toyota ასევე მუშაობს ახალი თაობის ლითიუმ-იონურ და მყარსხეულიან ბატარეებზე.