Volkswagen-ი საკუთარი R Performance განყოფილების 20 წლის იუბილეს Golf R 20 Years გამოშვებით აღნიშნავს — ისტორიაში ყველაზე მძლავრი Golf-ით.
ახალი მოდელი ეფუძნება ჩვეულებრივ Golf R-ს, მაგრამ ამ შემთხვევაში, EA888 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავა გაძლიერებულია და 329 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 13 ცხენის ძალით უფრო მეტს, ვიდრე ევროპული სპეციფიკაციის R-ის სტანდარტული კომპლექტაცია. ძრავა დაკავშირებულია 7-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან და როგორც ყველა R მოდელი 2002 წლიდან დღემდე — აქვს ოთხივე წამყვანი თვალი.
ძრავა „სუნთქავს“ ტიტანის Akrapovic გამოსაბოლქვი მილით, რომელიც მას განსაკუთრებულ ხმას ანიჭებს და მეზობლებს ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობს. VW-მა მას ასევე დაუყენა ფუნქცია Emotional Start, რომელიც დაქოქვისას ძრავას 2500 rpm-ს ანიჭებს.
სხვა განახლებებს შორის არის სარკის „ხუფები“, „20“ სიმბოლოები კარებზე, ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები სალონში, ლურჯი R ლოგო საჭეზე.
R 20 Years მოდელი გაიყიდება ბრიტანეთში, ევროპასა და ავსტრალიაში, შესაძლოა, აშშ-შიც.