ჩინურმა კომპანია XPeng-მა რამდენიმე ახალი კონცეპტი წარმოადგინა, მათ შორის მფრინავი მანქანა და რობოტული პონი, რომლებიც თქვენს ოცნებებს ფრთებს შეასხამს.
მფრინავი მანქანა XPeng-ის შვილობილმა HT Aero-მ შექმნა. კომპანია ბევრ დეტალს ჯერ არ გვიმხელს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოდელს აქვს უსაფრთხოების მრავალი მახასიათებელი, მსუბუქი დიზაინი და დასაკეცი როტორის მექანიზმი. გაჩერებული მანქანის კარები ზემოთ იხსნება და როტორები ადგილზე ბრუნვას იწყებენ. ამის შემდეგ, ტურბინები იშლება და მანქანა ფრინდება. ჯდება ვერტიკალურად.
დიზაინის თვალსაზრისით, მოდელი ფუტურისტულ სუპერქარს ჰგავს — აქვს აეროდინამიკური დიზაინი და ნაწილობრივ დაფარული უკანა დისკები. მფრინავ მანქანას ასევე აქვს მაღალტექნოლოგიური ინტერიერი გამჭვირვალე საინფორმაციო სისტემითა და საჭეში ჩამონტაჟებული ციფრული დისპლეით. ასევე ჩანს ცენტრალური გამყოფი და ფრენის უნიკალური საკონტროლებლები.
მართალია, მოდელი ცოტა არადამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ XPeng-ი აღნიშნავს, რომ მისი წარმოება 2024 წელს დაიწყება. კომპანიის განცხადებით, მას გზაზე სიარულიც შეეძლება.
Tesla-ს კონკურენტი ასევე გეგმავს სუპერდამტენების წარმოებას, რომლებიც 200 კმ მანძილისთვის საჭირო მუხტით ბატარეას ხუთ წუთში დატენის.
და ბოლოს, XPeng-მა ასევე წარმოადგინა რობოტული პონის პროტოტიპი, რომელიც მოცეკვავე ცხენს წააგავს. აქვს სახე, სხეული, ხმის ამოცნობის სისტემა. მაღალტექნოლოგიური კიდურებით სათამაშო დადის და ბავშვებს მასზე ამხედრებაც შეეძლებათ.