ფილმ „დიუნისთვის“ მიღებული ოსკარის შემდეგ, ჰანს ციმერმა კიდევ ერთი საუნდტრეკი შექმნა, რომელიც აუდიომოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ. ორგზის ოსკაროსნის მიერ ახალი BMW i7-ისთვის შექმნილი საუნდტრეკები უკვე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
სხვა ელექტრომობილთა მსგავსად, არც BMW i7 გამოირჩევა ტრანსმისიის ხმაურით და შესაბამისად, BMW იძულებული გახდა, თავისი ახალი, მდიდრული სედანისთვის ხელოვნური ხმები შეექმნა. საუნდტრეკებს შორის არის მისალმებისა და დაძვრისთვის მზადყოფნის სიგნალი, მძღოლის მიერ შეყვანილ მონაცემებზე რეაგირების ხმები და აკუსტიკური ხმები, რომლებიც კომბინირებულია ახალ BMW Theatre Screen-თან.
მართვის ხმების მორგება ინდივიდუალურად არის შესაძლებელია My Modes მენიუდან, სადაც დაგხვდებათ Personal, Sport, Efficient, Expressive და Relax რეჟიმები. ყველა რეჟიმში, მართვის ხმების სიძლიერე და სიხშირე ეფუძნება აქსელერატორის პოზიციას და მართვის სიტუაციას. Expressive და Relax რეჟიმებში ხმები ასევე ურთიერთქმედებს განათებასთან და ეკრანის გრაფიკასთან, რაც კიდევ უფრო ერთიან გარემოს ქმნის.
Personal რეჟიმში მძღოლი იღებს „სფერულ ხმებს“, რომლებიც ხაზს უსვამს i7-ის პროგრესულ ხასიათს სპორტულ რეჟიმში; ხმა მძლავრია და გამოკვეთს მანქანის 536 ცხენის ძალიან ძრავას.
თუ მძღოლს ციმერის საუნდტრეკების გაგონება არ სურს, შეუძლია გადართოს Efficient რეჟიმზე, სადაც აქტიური ხმები მთლიანად ჩახშობილია.
რას იტყვით, მოგწონთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.