კატარის პრინცმა ავტოსპორტისა და ავტომობილთა მოყვარულები სრულიად გააშმაგა. საქმე იმაშია, რომ მისი წარმოუდგენლად იშვიათი და ძვირად ღირებული Bugatti Divo მონაკოში, მონტე-კარლოს ქუჩებში გამოჩნდა.

Bugatti-მ Divo-ს მხოლოდ 40 ეგზემპლარი გამოუშვა; თითოეული მათგანის ფასი 5.08 მილიონი დოლარიდან იწყებოდა, მაგრამ შემდეგ, მოთხოვნის გამო, ფასი გაიზარდა. ეს კონკრეტული Divo საკმაოდ თვალისმომჭრელია.

პრინცის Divo ძირითადად მკრთალ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, მაგრამ ზოგიერთ ადგილას აქვს ღია ცისფერი აქცენტებიც. ზოგიერთი დეტალი პრიალა ნახშირბადის ბოჭკოსია, მაგალითად, გვერდითა ჰაერმიმღებები, წინა ბამპერის ზოგი ნაწილი, დიდი უკანა ფრთა და უკანა დიფუზორი.

საინტერესოა, რომ კატარის სამეფო ოჯახის წევრთა საკუთრებაში სხვა Bugatti Divo-ც არის. საკუთარ Divo-ს ფლობს შეიხ ხალიფა ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტჰანიც. წლის დასაწყისში, ამ მანქანით ის ლონდონის ქუჩებში შენიშნეს. ეს ჰიპერქარი ბრიტანეთში მან Lamborghini Sian FKP 37-სა და Ferrari Monza SP2-თან ერთად ჩაიტანა.

შეიძლება Divo-ს ვიზუალმა მოგაჯადოოთ და გაფიქრებინოთ, რომ ის Bugatti-ს ახალი ჰიპერქარია, მაგრამ სინამდვილეში, ეს მოდელი Chiron-ს ეფუძნება და აქვს იგივე ოთხმაგი ტურბოჩაბერვიანი 8.0-ლიტრიანი W16 ძრავა, რომელიც 1479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიუხედავად Chiron-თან მსგავსებისა, 40-ვე ეგზემპლარი მანქანის საჯაროდ წარმოდგენამდევე გაიყიდა.