ალბათ არ იქნებით მთელ მსოფლიოში იმ უკიდურესად იღბლიან 25 ადამიანს შორის, რომელსაც ჯიბეში Mercedes CLK GTR-ის გასაღები უდევს, რათა კარგად იცოდეთ იმ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მანქანის დეტალები, რომელსაც კი ოდესმე შეუმკია გზები.
ბრიტანული საავტომობილო სერვისის, DK Engineering-ის ახალი ვიდეოს წყალობით, ახლა ყველას შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს ლეგენდარული Mercedes-Benz CLK GTR-ი, გვიანი 90-იანი წლების GT1 სარბოლოს საგზაო ვერსია.
თუ ფიქრობთ, რომ Koenigsegg-ისა და Pagani-ს მსგავსი ჰიპერმანქანები ექსტრემალურია, აშკარაა, რომ არაფერი გსმენიათ იმ შეშლილი დროის შესახებ, როდესაც 1990-იანი წლების ბოლოს ავტომწარმოებლები FIA GT1 კლასში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატარა საგზაო ვერსიების შექმნაში ჰომოლოგაციური მიზნებით.
მათ შორის ერთ-ერთია Mercedes-Benz CLK GTR-ი, რომელიც გერმანელებმა მხოლოდ 25 ეგზემპლარად გამოუშვეს. ეს საგზაო მანქანები სარბოლოების ოდნავ მოდიფიცირებული ვერსია იყო; Mercedes-მა უბრალოდ დაამატა ტყავი, ჰაერის კონდიცირება, წევის კონტროლის სისტემა და ორი პატარა საბარგული. ოდნავი ცვლილება შეეხო ძარასაც. მას ხშირად გზებისთვის განკუთვნილ სარბოლოს უწოდებდნენ, რაც სრული სიმართლეა.
ენერგიას გამოიმუშავებს ატმოსფერული 6.9-ლიტრიანი V12 ძრავა, რომელსაც 591 ცხენის ძალა და 720 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს; ის დაკავშირებულია თანმიმდევრობით ტრანსმისიასთან და აქვს გადაბმულობის სატერფული, რომელიც მხოლოდ ხაზგარეშე რეჟიმში გამოიყენებოდა. Mercedes-ი აცხადებდა, რომ მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 3,8 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 214 კმ/სთ-ია.
CLK GTR-ის საგზაო ვერსიის აღჭურვილობას შორის არის ცეცხლჩამქრობი სისტემა, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია ხელის მუხრუჭის გვერდით მდებარე ღილაკით. კიდევ ერთი ნამდვილად საინტერესო მახასიათებელია ჰიდრავლიკური დომკრატი, რომელიც CLK GTR-ს ჰაერში სწევს.
მართალია, უმეტესი ჩვენგანი რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს ვნახავთ Mercedes-Benz CLK GTR-ს, მაგრამ გერმანული მონსტრით შეგვიძლია ამ ვიდეოში ვისიამოვნოთ.