მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო ახალ მანქანებზე მუშაობა ბევრმა კომპანიამ შეაჩერა, ძალზე იმედისმომცემია იმის მოსმენა, რომ ზოგიერთმა ნაკლებად მოსალოდნელმა მოდელმა გადარჩენის შანსი მიიღო. მათ შორის არის ნაკლებად გაყიდვადი Mercedes SL Roadster-ი, რომელიც ახლა Mercedes-AMG-ის სტაბილურ პარამეტრებს უერთდება.

როგორც მალულად გადაღებული უახლესი კადრები მიუთითებს, მისი ჩამნაცვლებელი წარმოებამდელ სატესტო ფაზაშია და გერმანული ავტომწარმოებელი მის დიზაინს საკმაოდ კარგად მალავს. თუმცა, კამუფლაჟებს მიღმა შეხედვა მაინც შესაძლებელია, რათა ვნახოთ, რას უნდა ველოდეთ 2022 წელს.

დიზაინი და პროპორციები ულამაზესი წინამორბედის, 300 SL-ისგან არის შთაგონებული. გრძელი კაპოტი, წინა დგარი-წინა ღერძის წაგრძელებული პროპორცია, მოკლე უკანა გადასახსნელი — ეს ყველაფერი უზრუნველყოფს დინამიკურ, მაგრამ მაინც ელეგანტურ იერს. წინა სტილი მწირი და აგრესიულია, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ თანამოძმე Mercedes-AMG GT დაჯაბნოს.

უმეტესი წყაროს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ კამუფლაჟირებულ ფოტოებში კარგად არ ჩანს, SL-ი დაბრუნდება ბრეზენტის გადასახსნელი ზედათი და არ ექნება ბოლო ორი ვარიანტის მსგავსი დასაკეცი ხისტი სახურავი. ასეთი გადაწყვეტა არა მხოლოდ სივრცეს დაზოგავს, არამედ მნიშვნელოვნად მსუბუქიც არის ლითონის სახურავთან შედარებით.

ახალი თაობის მანქანის იერს აძლევს გვერდითა ფრთების ხვრელებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ნამდვილად უკანა ნაწილს ეხება, სადაც საბარგულის სახურავს გარს აკრავს ჰორიზონტული, სოლისებრი გაბარიტული ფარები და „დაკბილული“ ქვედა ბამპერი, რომელიც ძლიერ AMG-სპეციფიკური ოთხი გამოსაბოლქვი მილით გამოირჩევა.

გამომდინარე იქიდან, რომ S-Class კუპეს და კაბრიოლეტს შემდეგი თაობები აღარ ექნება, Mercedes-AMG SL-ში გაერთიანებული იქნება ღია ტიპის Mercedes-ის ყველაზე მაღალი კლასის გამოცდილება.მოდელის თანამედროვე სალონი აღიჭურვება მრავალი ახალი ტექნოლოგიით, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ის ორადგილიანი.

ახალ ტექნოლოგიებს შორის იქნება MBUX-ის უახლესი ინტერფეისი დიდ OLED სენსორულ დისპლეიზე, დამატებითი რეალობის დისპლეი (HUD), მძღოლის 3D დისპლეი, დინამიკური გარემომცველი განათება, თითის ანაბეჭდის სკანერი/სახის ამომცნობი.

მანქანა დაეფუძნება ალუმინის მოდულარულ სპორტულ არქიტექტურას (MSA), რომლის მიზანია წონის შემცირება და სპორტული მედეგობის გაძლიერება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ SL-ს ექნება ოდნავ დიდი ნაკვალევი, ვიდრე წინა მოდელს — 4,592 მმ სიგრძე, 1877 მმ სიგანე და 1315 მმ სიმაღლე.

ახალი პლატფორმის ყველაზე მოქნილი მახასიათებელი ჩვეულებრივი ბენზინისა და ჰიბრიდული ძრავების დიაპაზონი იქნება.

მათ შორის შეიძლება იყოს 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 360 ცხენის ძალით საბაზისო SL 43-ში და 3.0 ლიტრიანი ტურბო ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა SL 53-ში; იგივე ძრავა ექნება SL 53e-საც, მაგრამ ელექტროკომპრესორის დახმარებით ის სულ მცირე 440 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, შეიძლება ვიხილოთ SL 63-იც, 4.0 ლიტრიანი V8 ორგვარი მოდიფიკაციით — S ვარიანტი 600-მდე ცხენის ძალით და დიაპაზონის ლიდერი, რვაცილინდრიანი დატენვადი ჰიბრიდი 800 ცხენის ძალით SL 73e მოდელში.

ამ უკანასკნელს სხვა დატენვადი ჰიბრიდების მსგავსად ექნება მხოლოდ ელექტრორეჟიმში მართვა, 0-96 კმ/სთ კი შეიძლება 3 წამზე ნაკლებში განავითაროს. ექნება ოთხივე წამყვანი თვალი და 9-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია.

2022 SL-ს ეყოლება ისეთი კონკურენტები, როგორებიც არის BMW’s 8-Series, Jaguar F-Type, Porsche 911 და Lexus LC.

გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ოფიციალურ დებიუტს წლის ბოლოს უნდა ველოდეთ, წარმოება კი 2021 წლიდან უნდა დაიწყოს.