ახალ, საოცარ Lamborghini-ს ბორბლები არ აქვს. Tecnomar for Lamborghini 63 სულ ახლახან ჩაბარდა თავის მდიდარ პატრონს.

Tecnomar for Lamborghini 63 მდიდრული მოტოიახტაა. ის პირველად შარშან ზაფხულში დაანონსდა და მისი შთაგონების წყარო მოდელი Sián FKP 37 გახდა.

იახტის დიზაინზე ერთდროულად ორი კომპანია მუშაობდა. საოცარი ექსტერიერის მიღმა არანაკლებ შთამბეჭდავი ინტერიერია. აქვს მანქანის მსგავსი ხელსაწყოთა პანელი, ორეკრანიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა. იქვეა მანქანის მსგავსი საჭე, ნახშირბადის ბოჭკოთი გადაკრული კაპიტნის სავარძელი და Lamborghini-ს სპორტული მანქანების მსგავსი start/stop ღილაკი.

მოხდენილ საძინებელს Lamborghini-ს მოდელების სალონის მსგავსი გარემო აქვს. არის ორი საძინებელი ადგილი და ტელევიზორი.

იახტას ასევე აქვს მინიმალისტური სააბაზანო და მეორე საძინებელი ორი ცალკეული საწოლით.

აღჭურვილია V12 ძრავებით, რომლებიც ჯამში 3945 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ და იახტას მაქსიმუმ 111 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების საშუალებას აძლევენ.