ახალი LMDh-V.R პროტოტიპით Cadillac-ი ლე-მანის 24 საათსა და IMSA-ში იასპარეზებს.
მოდელს მეტოქეობა მოუწევს ისეთ კონკურენტებთან, როგორიც არის Porsche. IMSA-ს შეჯიბრზე Cadillac-მა ცოტა ხნის წინ წარმატებით იასპარეზა DPi-V.R-ით — 41 რბოლიდან მოიპოვა 16 გამარჯვება და ჩემპიონის ორი ტიტული.
ამ მანქანის მსგავსად, LMDh-V.R-იც GM Design-თან და Dallara-სთან პარტნიორობით დამზადდება და დაეფუძნება სტანდარტიზებულ შასს, რომელიც აერთიანებს სპეციალურ ჰიბრიდულ სისტემას. ამავე დროს ექნება უნიკალური ძარა და საკუთარი შიგაწვის ძრავა. სარბოლო პროგრამა Chip Ganassi Racing-ისა და Action Express Racing-ის დახმარებით იმუშავებს.
DPi-V.R-მა ბოლო Rolex 24 Daytona მოიგო და ალბათ სწორედ ამიტომ არის ბრენდი ასე დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში მომავალი LMDh-V.R-ით. 2023 წლის ღონისძიება ამ მანქანის პირველი შეჯიბრი იქნება.