Mazda-მ 2023 წლის CX-50 წარმოადგინა, რომელიც კომპანიის სულ უფრო გაფართოებად SUV დიაპაზონს უერთდება. უხეში შესახედაობის ოფროუდერი წარმოადგენს იაპონური ბრენდის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ თამამ მცდელობას.

მანქანის წარმოება ალაბამის შტატის ქალაქ ჰანტსვილში, Mazda-სა და Toyota-ს ერთობლივ საწარმოში, 2022 წლიდან დაიწყება.

CX-5-ის მსგავსად, ახალი CX-50 აღჭურვილია Mazda-ს 2,5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით. მომხმარებლებს ამ ძრავის არჩევა თავდაპირველად მხოლოდ ატმოსფერულ ან ტურბოჩაბერვიან ფორმაში შეეძლებათ, შემდეგ კი ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდული ვარიანტებიც.

CX-5-ში ატმოსფერული Skyactiv-G 2.5-ლიტრიანი ძრავა 187 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტურბოჩაბერვიანი Skyactiv-G 2.5 Turbo კი 250 ცხენის ძალას.

ახალ CX-50-ში Mazda სტანდარტის სახით გვთავაზობს i-Activ All-Wheel Drive და Intelligent Drive Select ტექნოლოგიებს. უფრო მეტი შესაძლებლობისთვის, მანქანას აქვს უფრო მაღალი კლირენსი, გაძლიერებული ცენტრალური დგარი, სახურავის რელსები. ცაზე დაკვირვების მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ მინის პანორამული ლუქი.

სალონში მანქანას აქვს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ ვიქენდზე ტყეში. ამ ეტაპზე, კომპანია არ ასახელებს მოდელის ზომებს.