2023 წლის სეზონზე, ფორმულა ერთის რბოლა ლას-ვეგასიშიც გაიმართება და ეს სეზონის მესამე რბოლა იქნება აშშ-ში.
2023 წლის რბოლა ნოემბერში გაიმართება, მსოფლიოში ცნობილ Las Vegas Strip ქუჩის წრეზე. მისი სიგრძე 6,12 კილომეტრია და შედგება სამი ძირითადი სწორი გზისა და 14 მოსახვევისგან. ყველაზე გრძელ სწორ ქუჩაზე მანქანები 342 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებენ, ჯამში კი რბოლა 50 წრეს მოიცავს.
რბოლები გაიმართება ტეხასში და მაიამის ქუჩის ახალ წრეზეც. როგორც ჩანს, აშშ-ში ფორმულა 1-ის პოპულარობა კვლავ იზრდება.
2023 წლის სეზონის სრული კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა და უცნობია, ლას-ვეგასის ღონისძიება კალენდარზე უკვე არსებულ რომელიმე მოვლენას ჩაანაცვლებს თუ უბრალოდ დაემატება.