ჩინ ჯიტ პინგი მალაიზიაში მანქანების უდიდეს კოლექციას ფლობს, რომელთა შორის გამოირჩევა Bugatti-ს სამი ჰიპერქარი და ფილმებითა და ტელევიზიით შთაგონებული ვინტაჟური მანქანები.

ავტომობილებით ჩინის გატაცება მამამისისგან დაიწყო, რომელსაც არასოდეს ჰქონდა ახალი მანქანის ყიდვის საშუალება და იძულებული იყო, მეორადი მოდელები შეეძინა. ჩინს გაუმართლა და 1996 წელს დაარსებული IT ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა; მისი კუთვნილი კომპანია Silverlake Innovation Partners დღეს მალაიზიის წამყვან ბანკებს ემსახურება. ამჟამად, ჩინის კოლექციაში ნებისმიერ დროს შედის 60-დან 100 მანქანამდე, რომლებსაც ინტერესების ცვლილებების მიხედვით ყიდის და ყიდულობს.

ამჟამად ის ჰიპერქარებზეა მიჯაჭვული, კონკრეტულად კი Bugatti-ს მოდელებზე. მისი პირველი Bugatti გახლდათ 2.6 მილიონ დოლარად ღირებული Chiron-ი, რომელიც მან 2016 წელს შეუკვეთა, მას შემდეგ, რაც საკუთარ ვაჟთან ერთად ტესტდრაივი გამოსცადა. შემდეგი გახლდათ 5.7-მილიონიანი Divo, რომელიც სულ რაღაც 40 ეგზემპლარად გამოვიდა. სავარაუდოდ, ის ერთადერთი ეგზემპლარია მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად Bugatti-ს ყველაზე ძვირად ღირებული მოდელია, რომელსაც ამ ტიტულს 2024 წელს სარბოლო Bugatti Bolide ჩამოართმევს.

ამჟამად, Divo სინგაპურში, Bugatti-ს შორურუმშია გამოფენილი, მაგრამ მალე ჩინი მის მალაიზიაში გადაყვანას გეგმავს, სადაც შესაძლებელი გახდება მარცხენასაჭიან ავტომობილთა კანონიერი რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ ჩინი საკუთარი კოლექციის მანქანებით ქუჩაში არ დადის სამსახურებრივი მიზნებისთვის მალაიზიაში წარმოებულ Proton X50-ს ან X70 იყენებს, რათა თავიდან აიცილოს ხალხის ყურადღება.

Proton X50

ჩინის კოლექციის 30-40 მანქანა გამოფენილია მის კერძო მუზეუმ JPM Museum-ში, ქალაქ კუალა-ლუმპურში. მუზეუმში განთავსებული მანქანებიდან 10-15 შთაგონებულია ფილმებითა და ტელევიზიით, მათ შორის, „ჯეიმს ბონდით“, „ნათლიით“ და „პირადი დეტექტივი“.

და ბოლოს, ჩნს ურჩევნია, რომ საკუთარი ავტომობილები ხელუხლებლად შეინახოს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი ინვესტიცია, რომლის ფასიც მხოლოდ გაიზრდება.