წარსულში ძალიან ცოტა კომპანიის თუ ადამიანს ეყოფოდა Ferrari-ს მოდიფიცირებისთვის სიმამაცე, მაგრამ ამ საქმეში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია Koenig-ი, რომელმაც ამ ბრენდის მოდელებს კიდევ უფრო მეტი სიველურე შემატა.

Koenig-ი გერმანული ტუნინგ-სახლია, რომელიც გამოცდილმა მრბოლელმა ვილი კეინიგმა დააარსა. კომპანია მან 1977 წელს გახსნა იმ მიზნით, რომ Ferrari კვლავ „ნამდვილ სპორტულ მანქანად“ ექცია მას შემდეგ, რაც ის მის მიერ შეძენილი 365 GT4BB-ის პერფორმანსით უკმაყოფილო იყო.

1980 წლის ამ კონკრეტულ 512 BB-ს მხოლოდ 57 629 კილომეტრი აქვს გავლილი და ბოლო სერვისი 2022 წლის აპრილში ჩაუტარა Ferrari-ს სპეციალისტმა დარიო სორერმა. შიგნითაც და გარეთაც, მანქანა კარგ მდგომარეობაშია, აღენიშნება მხოლოდ რამდენიმე მცირე დაზიანება კენჭებისგან და ტყავის ოდნავი ცვეთა.

გამოშვებულია, როგორც გერმანული ბაზრისთვის განკუთვნილი Ferrari 512 BB. 1983 წელს, მეორე მფლობელმა ის Koenig Special სპეციფიკაციის მანქანად გადააკეთა. ცვლილებებს შორის არის თვალისმომჭრელი ძარის ნაკრები თავის უკანა ფრთით, დისკების ოქროსფერი ბადით და გადიდებული წინა გამყოფით.

აღჭურვილია 4.9-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით, რომელიც ტუნინგის წყალობით 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხუთ-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.

აუქციონ Collecting Cars-ზე მოდელი 166,666 ევროდ გაიყიდა.