ლე-მანის მომავალი ნათელი ჩანს, რადგან სახელგანთქმული ავტორბოლის ავტომწარმოებელთა ასორტიმენტს BMW კვლავ უბრუნდება.
ჩრდილოამერიკულ IMSA WeatherTech SportsCar Championship-ზე დებიუტის შემდეგ, BMW M Hybrid V8 2024 წელს FIA-ს მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატზე და ლე-მანის 24 საათზეც იასპარეზებს.
უდიდესი ახალი ამბავია, რადგან ეს BMW-ის პროტოტიპის პირველი რბოლაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.
BMW M Hybrid V8 ჰიპერქარის კლასში იასპარეზებს და როგორც ცნობილია, ტესტირებაც უკვე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძირითადად IMSA WeatherTech SportsCar Championship-ზე არიან ფოკუსირებული, BMW M Motorsport-ის ხელმძღვანელი ანდრეას როსი აცხადებს, რომ მტკიცედ მუშაობენ ლე-მანზე დასაბრუნებლად.
მას ეთანხმება BMW M-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრანკ ფონ მეელიც, რომლის განცხადებითაც, 2023 წლიდან BMW M Hybrid V8-ის IMSA სერიებში დაბრუნება, 2024 წლიდან კი WEC-ზე, პროექტის საკვანძო ეტაპს წარმოადგენს.
LMDh პროტოტიპი კომპანიამ გასულ თვეში წარმოადგინა და აქვს 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა, რომელიც დაახლოებით 631 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას თან ახლავს ჰიბრიდული სისტემა, რომელიც მოიცავს ელექტროძრავას, ინვერტორსა და მაღალი ძაბვის ბატარეას. შედეგად, შესაძლებელია მოდელის მხოლოდ ელექტრო რეჟიმში მართვაც.