ჟურნალისტებმა ნილ ვინმა და დაგ რევოლტამ ელექტრომობილით 24 საათში ყველაზე მეტი ქვეყნის მონახულების რეკორდი (ჯერ დაუდასტურებელი) დაამყარეს. წყვილი 24 საათში 14 ქვეყანას ესტუმრა და საკუთარ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა.
ვინის განცხადებით, მართალია, მათი რეკორდის ოფიციალურად დადასტურება საჯარო გზებზე ვერ მოხდება, მაგრამ მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, ერთ დღეში ელექტრომობილით ჯერ არავინ სწვევია იმდენ ქვეყანას, რაც მათ Porsche Taycan Performance Battery Plus-ით მოახერხეს.
გასაკვირი არაა, რომ რეკორდი ევროპაში დამყარდა. მოგზაურობა ნიდერლანდებში დაიწყეს, შემდეგ ეწვივნენ ბელგიას, ლუქსემბურგს, საფრანგეთს, გერმანიას, შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, იტალიას, ავსტრიას, სლოვენიას, უნგრეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და სერბეთს.
საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა თავიანთ Taycan-ით 1930 კილომეტრი გაიარეს; მოძრაობის საშუალო სიჩქარემ 98 კმ/სთ შეადგინა, ზოგადმა საშუალო სიჩქარემ კი 80,3 კმ/სთ. გზად შვიდჯერ გაჩერდნენ ულტრასწრაფ, 350 kW დამტენებთან.
მათი განცხადებით, მიუხედავად ასეთი მიღწევისა, ევროპას ჯერ მაინც ბევრი დამტენი სჭირდება, უკეთესი საიმედოობით, რათა ელექტრომანქანებმა სრულად ჩაანაცვლოს შიგაწვის ძრავები.