F1-ის ბრაზილიელი ლეგენდის, აირტონ სენას ცხოვრებისა და კარიერის შესახებ Netflix-ი რვა სერიისგან შემდგარ ბიოგრაფიულ სერიალს გადაიღებს.
სერიალის ავტორი ბრაზილიელი კინოპროდიუსერი ფაბიანუ გულანი იქნება; მას უკვე აქვს ნებართვა სენას ოჯახისგან. სერიალში ასახული იქნება აირტონის მოტოსპორტული ცხოვრება, ინგლისში ჩასვლიდან და ფორმულა ერთის პირველი სეზონით დაწყებული, 1994 წელს სან-მარინოს გრან-პრიზე სიკვდილით დამთავრებული.
„გვსურს გაუწყოთ, რომ მოგიყვებით ამბავს, რომელიც მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. სენას ოჯახს სურს, რომ ეს პროექტი სრულიად უნიკალური და უპრეცედენტო იყოს. ამის გაკეთება კი ამჟამად Netflix-ზე უკეთ არავის შეუძლია“, – აღნიშნავს აირტონ სენას და ვივიანი განცხადებაში.
„სენა იმ ტიპის ადამიანია, რომელიც ყველას გვჭირდება. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ოცნების ასასრულებლად ბრძოლაში მრავალ პრობლემას შეეჯახა, რათა ყოფილიყო ქვეყნის წარმომადგენელი. სენა მთელ ბრაზილიას აერთიანებს“, – ამბობს პროდიუსერი ფაბიანუ გულანი.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეასრულებს სენას როლს. სერიალი ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე გამოვა. გადაღებების ნაწილი მოხდება სან-პაულუს იმ სახლში, სადაც სენა გაიზარდა. სერიალის პრემიერა 2022 წელს შედგება.
აირტონ სენა იყო ბრაზილიელი ფორმულა ერთის მრბოლელი, სამგზის (1988,1990,1991 McLaren-Honda) მსოფლიო ჩემპიონი, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი.