2022 წლის Chevrolet Bolt EUV-ის წარმოების დაწყება ახლოვდება და კომპანია მისი ინტერიერის პირველ თიზერ ვიდეოს აქვეყნებს.
Chevrolet მოდელის შესახებ ჯერ ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ჩანს, რომ მას ექნება საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკი და დახრილი საინფორმაციო სისტემა. კლიპში ვხედავთ დისპლეის, რომელიც მძღოლს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის საკუთარი ელექტრომობილის შესახებ, მათ შორის მუხრუჭებისა და მუხტის დონის შესახებ.
ინფოგრაფიკზე ჩანს მოდელის ექსტერიერიც, რომელსაც აქვს წვრილი ფარები, სახურავის ზღუდეები და დრამატული, გამჭვირვალე ლუქი. ასევე ვხედავთ ტურბინის სტილის დისკებს, რომლებიც სავარაუდოდ, შეამცირებს წინაღობას.
ინტერიერის თვალსაზრისით, მოდელი დიდად განსხვავდება ამჟამინდელი Bolt-ისგან, აქვს უფრო მაღალი ხარისხის მასალები და ხელსაწყოთა დაფის ცენტრალური ნაწილი კლიმატის კონტროლის მახასიათებლებით. ასევე ვხედავთ განახლებულ საჰაერო ხვრელებს და ელეგანტურ მეტალის აქცენტებს.
მიუხედავად იმისა, რომ თიზერ ვიდეოში არ ჩანს საჭე, Chevrolet-მ უკვე დაადასტურა, რომ Bolt EUV-ს ექნება ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა Super Cruise. ეს სისტემა საჭის გარეშე მართვის საშუალებას იძლევა აშშ-ისა და კანადის გარკვეულ გზებზე.
სხვა ინფორმაციას Chevrolet ჯერ საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ Bolt EUV-ი დაშენებული იქნება BEV2 პლატფორმაზე და არა ახალ არქიტექტურაზე, რომელიც მომავალ Cadillac Lyric-სა და GMC Hummer EV-ს ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელს შეიძლება ჰქონდეს უკვე ნაცნობი ძალური გადაცემის სისტემა, რომელიც შედგება 66 კვტ/სთ ბატარეების წყებისა და ელექტროძრავისგან, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ყველაფერს ალბათ უახლოეს თვეებში შევიტყობთ, რადგან 2022 წლის Bolt-ისა და Bolt EUV-ის წარმოება მომავალი ზაფხულიდან დაიწყება.