Lamborghini Urus-ის ფეისლიფტ ვერსიამ მწვერვალ პაიკს-პიკზე ასვლას 10 წუთი და 32.06 წამი მოანდომა და ყველაზე სწრაფი SUV-ი გახდა, რომელიც კოლორადოს ამ მწვერვალზე ავიდა.

მოდელი ნახევრად კამუფლაჟებში იყო შეფუთული, რადგან მისი განახლება თვის ბოლომდე არ დასრულდება; იტალიურ SUV-ს სატესტო მძღოლი სიმონე ფაგიოლი მართავდა და 4 302 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე 17 წამით უფრო ადრე ავიდა, ვიდრე 2018 წელს Bentley Bentayga.

განახლებული Urus-ის ტექნიკურ მახასიათებლებს თვის ბოლოს შევიტყობთ; მას სავარაუდოდ Urus Evo ერქმევა და თავის წინამორბედებზე ბევრად გაუმჯობესებული იქნება. Lamborghini ადასტურებს, რომ აღიჭურვება ორმაგი ტურბო V8-ით და უფრო მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, ვიდრე ამჟამინდელი Urus-ის 4.0-ლიტრიანი ძრავა (641 ცხენის ძალით).

განახლებული Urus-ი ვიზუალურად ამჟამინდელისგან ოდნავ განსხვავდება. მთავარი სხვაობაა წინა ნაწილის ექვსკუთხა ცხაურის არარსებობა.