„ფორსაჟის“ პრემიერა 2001 წელს შედგა მისი გაგრძელებები 20 წლის შემდეგაც იპყრობს მრავალი ადამიანის გულს მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის გადადების შემდეგ, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ახალი ნაწილის, „ფორსაჟი 9“-ის პრემიერის თარიღი ბოლოსდაბოლოს ცნობილია: 2021 წლის 25 ივნისი.

ვრცელდება ფილმის მეორე ტრეილერიც, რომელშიც საქართველოში გადაღებული არაერთი კადრიც ჩანს. მათ შორის შენიშნავთ ნუცუბიძის პლატოს კორპუსებს ფანჯრებიდან გამოფენილი სარეცხით, თბილისის ხალხმრავალ ქუჩებს, მშენებარე კორპუსებს და ა. შ.

ფილმის ზედმეტად დინამიკური მოქმედება მსოფლიოს მრავალ ქალაქში ხდება, ლონდონიდან ტოკიომდე, ცენტრალური ამერიკის ქალაქებიდან ედინბურგამდე; ჩანს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც.

„ფორსაჟის-9“-ის ეპიზოდების გადაღებები საქართველოში 2019 წელს 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გრძელდებოდა. გადაღებები მიმდინარეობდა ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ქალაქ რუსთავში.