ფორმულა ერთი ადასტურებს, რომ შეწყვიტა კონტრაქტი რუსეთის გრან-პრის დამფუძნებელთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ამ ქვეყანაში რბოლები აღარ ჩატარდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ფორმულა ერთმა ცოტა ხნის წინ გააუქმა სექტემბერში რუსეთში დაგეგმილი რბოლაც.
„ფორმულა ერთი ადასტურებს, რომ ვწყვეტთ კონტრაქტს რუსეთის გრან-პრის პრომოუტერთან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს მომავალში რბოლები აღარ ექნება“, — წერია განცხადებაში.
ფორმულა ერთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა, რომელზეც ხელი ვლადიმერ პუტინმა და F1-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნი ეკლესტოუნმა მოაწერეს. კონტრაქტი 2025 წლამდე იყო ძალაში.
რუსეთისთვის ეს ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 2014-2015 წლებში ფინალში გასულ სამ მონაწილეს თასები თავად პუტინმა გადასცა.
რუსეთის გრან-პრი 2023 წელს სოჭის ავტოდრომიდან სანქტ-პეტერბურგის ავტოდრომზე უნდა გადასულიყო.