გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის ჰამილტონი თავის ერთეგზემპლარიან Pagani Zonda 760LH-ს შეელია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში Zonda-ს ოცამდე „760“ ვარიანტი დადის, ჰამილტონის კუთვნილი სერიაში მეორე იყო და ერთ-ერთი იმ რამდენიმეთაგანი, რომელიც ნულიდან აიწყო და არ წარმოადგენს 760-ად გადაკეთებულ უფრო მცირე ვარიანტს.
ფორმულა ერთის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი მანქანას შვიდი წლის განმავლობაში ფლობდა და მას მონაკოში ინახავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას 1000 კმ-ზე ნაკლები ჰქონდა გავლილი და მყიდველმა ის ბრიტანეთში წაიყვანა.
ჰამილტონო ნმონაკოში ამ მანქანის მართვისას რამდენჯერმე შენიშნეს, 2015 წელს კი დაბალი სიარულით მოძრაობისას შეჯახებაში მოჰყვა, მაგრამ მანქანა სწრაფად შეაკეთეს.
760LH აღჭურვილია 7.3-ლიტრიანი ატმოსფერული AMG V12 ძრავით, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 760-სერიის უმეტეს მოდელთაგან განსხვავებით, 760LH-ს აქვს ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.
რამდენიმე წლის წინ ჰამილტონმა განაცხადა, რომ Zonda საშინელი სამართავია, მაგრამ ხმის თვალსაზრისით ნამდვილად საუკეთესოა მის კოლექციაში.
ეს მოდელი ჰამილტონმა 2014 წელს 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა. მაშინ ეს ნამდვილად დიდი თანხა იყო, მაგრამ ბოლო წლებში Zonda-ს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და სავარაუდოდ, მან მანქანა უფრო მაღალ ფასად გაყიდა.