McLaren-მა სარბოლო Artura GT4 წარმოადგინა, რომლის ოფიციალური დებიუტიც 2022 წლის გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე შედგება. სარბოლო რეგულაციების გამო, ახალ მოდელში V8 570S GT4 ძრავა ჩანაცვლებულია შიგაწვის V6-ით იმ ჰიბრიდული სისტემის გარეშე, რომელიც სამგზავრო Artura-ს აქვს.

GT4-სპეციფიკაციების Artura გადაწყვეტილია სარბოლო ფერებში — ნარინჯისფერში, რუხსა და ცისფერში, ასევე აქვს ახალი აერო პაკეტი. ეს უკანასკნელი მოიცავს დიდ გამყოფს, კანარდებს, ვენტილირებად კაპოტს და მორგებად უკანა ფრთას. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს უფრო დიდ მიმჭერ ძალას.

სალონში ნახავთ FIA-სპეციფიკაციის მძღოლის სავარძელს, შესაძლებელია მგზავრის სავარძლის არჩევაც, მორგებად პედალს, საჭეს განათებული ღილაკებით, Bosch DDU-ის ციფრულ მაჩვენებელთა დაფას.

Artura GT4 ეფუძნება McLaren-ის არქიტექტურა Carbon Lightweight Architecture-ს (MCLA), რისი წყალობითაც, ის წინამორბედზე 100 კილოგრამით მსუბუქია. გარდა ამისა, V8-ის ჩანაცვლებამ შუაში ჩაყენებული ორმაგი ტურბო V6-ით, მოიტანა მრავალი სარგებლობა მგრძნობელობის, წონის, ზომისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. ჰიბრიდული სისტემის ამოღების გამო, ძალური აგრეგატი 130 კილოგრამით უფრო მსუბუქია, ვიდრე სამგზავრო Artura.