Lexus-ი ადასტურებს, რომ ახალი თაობის RX-ის პრემიერია 1 ივნისს შედგება, იქამდე კი მდიდრული SUV-ის პირველ თიზერ ფოტოს აქვეყნებს.

თიზერი კარგ წარმოდგენას გვიქმნის წინა ნაწილის დიზაინის შესახებ, რომელიც Lexus-ის დიზაინის უახლეს ენას ეფუძნება. ახალი და უფრო გამოკვეთილი ცხვირი უფრო პატარა NX-ისას ჰგავს, მაგრამ ცხაურა დაფარული არ არის და აქვს თანამედროვე მახასიათებლები. ამას გარდა, უფრო მკვეთრია LED ფარები, ბამპერები კი უფრო სპორტული.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი RX-ის უკანა ნაწილს ვერ ვხედავთ, უნდა ველოდეთ ევოლუციურ მიდგომას თანამედროვე დიზაინით. სალონში ნახავთ Lexus-ის ახალ საინფორმაციო სისტემას 12,3-ინჩიანი სენსორული ეკრანით, რომელიც NX-შიც გვხვდება. სავარაუდოდ, ყველა კომპლექტაციაში სტანდარტის სახით იქნება უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ 2.5 ADAS.

ამჟამინდელი თაობის Lexus RX-ის დებიუტი 2015 წელს შედგა და განახლებული ვერსია 2019 წელს მიიღო. მას შემდეგ კი ყოველწლიურად ხორციელდებოდა მცირე ცვლილებები. წინამორბედთა მსგავსად, ახალ მოდელს ექნება ჰიბრიდული ძალური აგრეგატი, რომელიც სიმძლავრისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით უფრო გაუმჯობესებული იქნება.

2023 წლის Lexus RX-ის შესახებ ყველაფერს დაზუსტებით 1 ივნისს შევიტყობთ.