Porsche 718 Boxster Spyder-მა უსწრაფეს სლალომში გინესის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კონკრეტულად კი, რეკორდი საჭესთან მჯდომმა 16 წლის გოგონამ, კლოი ჩემბერსმა დაამყარა. რბოლისას ჩემბერსმა 47,45 წამში გაირბინა ერთმანეთისგან 15 მეტრის დაშორებით მდგარ 51 კონუსს შორის.

„სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. 51 კონუსს შორის რაც შეიძლება სწრაფად გავირბინე, რადგან რეკორდის დამყარებას ვცდილობდი და თან ვიცოდი, რომ ერთ კონუსთან შეხებაც კი არ მეპატიებოდა“, — იხსენებს ჩემბერსი.

Porsche 718 Boxster Spyder-ი, რომლითაც გოგონამ რეკორდი დაამყარა, აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი, 414 ცხენის ძალიანი ატმოსფერული ძრავით; დაკავშირებულია ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან და 100 კმ/სთ-ს 4,4 წამში ავითარებს.