ამ დროისთვის ყველამ იცის Tesla-ს მანქანების შთამბეჭდავი შესაძლებლობების ფასი, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი გერმანული მაღაზია საკუთარი Model 3-ით სათანადოდ ვერ მოიხიბლა და მისთვის ტანკის მუხლუხების დაყენება გადაწყვიტა.

პირველ რიგში ფოლადის მილისგან დაამზადეს ოთხი სექციის მქონე კვადრატული ჩარჩო. ამის შემდეგ, მასზე ამძრავი ვარსკვლავები დაამონტაჟეს მძიმე საკისრებით. Tesla-ს წამყვანი ლილვი მათ აბრუნებს და საბოლოო ჯამში, ტანკის მუხლუხებს ამოძრავებს. სულ ბოლოს დააყენეს საკიდრის სისტემა, ტანკის მუხლუხებს ამძრავი ვარსკვლავები დაუყენეს და მანქანაც დააყენეს.

მანქანაში ჩასაჯდომად, მძღოლი ჩარჩოზე უნდა აცოცდეს და ფანჯრიდან ჩაჯდეს, რადგან მუხლუხები კარებს ბლოკავს

უფრო ოფროუდ იერისთვის, უცნაურ მანქანას რამდენიმე აქსესუარიც დაუმატეს. არც ერთი ოფროუდერი არ არის სრულყოფილი დამატებითი განათების გარეშე. ამიტომ, Tesla განათების მასიური ბარით აღჭურვეს, რომელიც სადილის თეფშის ზომის ოთხი განათების ფირფიტისგან შედგება. წინა მხარეს აქვს ჯალამბარიც — თოკის დასახვევი მბრუნავი მექანიზმი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მონსტრს რაიმე სიტუაციიდან თავის დაღწევა გაუჭირდეს.